სერიალს „ჩცდ“ ახალი პერსონაჟი სოსო შეემატა. ის კატოს ახალი რჩეულია, რომელიც, ჯერჯერობით, მოსწონს და მასთან თავს ბედნიერად გრძნობს.
როგორ აღმოჩნდა მუსკომედიის თეატრის მსახიობი, დევი ბიბილეიშვილი „ჩცდ“-ში და რა თვისობრივ მსგავსებასა თუ განსხვავებას ხედავს ის „სოსოსთან“ - ამ თემაზე ტელეკომპანია „ფორმულამ“ სიუჟეტი მოამზადა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ძალიან მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს, სხვადასხვა განწყობებით ხდება ჩემი გაღვიძება.
ყოველთვის მირჩევნია კინოს და იდეის ირგვლივ საუბარი. ერთ მოცემულობაში ჩემს თავს ვერ ვხედავ, არ მიყვარს ჩემი თავის დაფიქსირება“, - აცხადებს დევი ბიბილეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇