Digest Logo

🎥 VIDEO: „ვეღარ გეგმავს ხვალინდელ დღეს, ვეღარ ურეკავს დედას, ვეღარ მიდის სახლში ვერც დროულად და ვერც დაგვიანებით" - ინგა გრიგოლიას ემოციური მონოლოგი ლექსო ლაშქარავაზე

1631034770
ინგა გრიგოლია

ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის" ეთერში გასული გადაცემა „რეაქცია" ლექსო ლაშქარავაზე ემოციური მონოლოგით დაიწყო. მისი თქმით, ტელევიზიის ეს სეზონი გარდაცვლილ ოპერატორს ეძღვნება. როგორც თავად ჟურნალისტი ამბობს, მისთვის ეს საარჩევნო პოლიტიკა ლექსო ლაშქარავაზე გადის.

„უნდა ხალისობდეს, უნდა ბრაზობდეს, უნდა ოცნებობდეს და გეგმავდეს ხვალინდელ დღეს. უნდა ურეკავდეს დედას, შვილს და მეგობრებს და უყვებოდეს, რომ ბევრი საქმე აქვს. ჩვენ ძალიან კარგი ბიჭი გვყავდა. პროფესიონალი, რომელიც ახლა ღამის საქართველოს უნდა იღებდეს. ვეღარ დადის კამერით, ვეღარ გეგმავს ხვალინდელ დღეს, ვეღარც შვილს და ვეღარც მეგობრებს. ვეღარ მიდის სახლში ვერც დროულად და ვერც დაგვიანებით. ის უბრალოდ ვეღარ მიდის, აღარ არის. დრო, რომელიც ჩვენთვის მოძრაობაში გადის, მისთვის გაჩერებულია", - ამბობს ინგა გრიგოლია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვთხოვდი, დაწერეთ ბანდიტია და ყაჩაღი, ოღონდ შვილს ნუ გამომიშიგნავთ-მეთქი“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლექსო ლაშქარავას საქმეზე

🔵ლექსო ლაშქარავაზე ნარკოტიკული საშუალების გაასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

🔵VIDEO: „ამის შემდეგ ჩაქოლეს ლექსო და სცემეს ჟურნალისტებს“ - დავით ქაშიაშვილის სკანდალური ვიდეო