Digest Logo

🎥 „ვიდეო ვნახე და გავითიშე, არაფერი მესმოდა, კანკალი დამეწყო“ - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძე

1702886319
 ბაბი კირკიტაძე

მომღერალი ბაბი კირკიტაძე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით „იმედის კვირას“ ესაუბრა.

„როდესაც ეს ვიდეო დავინახე, დედასთან ერთად ვიყავი. სახლში მივდიოდით, მანქანაში ვისხედით. გავხსენი ვიდეო ტელეფონში და არც ვიცი, როგორ შევაფასო და რა სიტყვებით, რაც მაშინ დამემართა. გავითიშე, მოვწყდი, არაფერი  მესმოდა. კანკალი დამეწყო. დედა მეკითხებოდა, რა მოხდაო და პირდაპირ მივაწოდე ტელეფონი. მერე გავიაზრე, რომ ჩემთვის ამოუხსნელი ამბავი მოხდა, მაგრამ მშობლისთვის კიდევ უარესი. მერე ორმა მეგობარმა დამირეკა და მითხრეს, რომ ვიდეო გავრცელდა.

რაც შეეხება მამას და ძმებს, დედამ უთხრა ამის შესახებ, მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ დედას ჩემი მიზეზით რამე არ მოუვიდეს, მაგრამ ის ძლიერია. ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობ მისგან.

ის წამები, როდესაც ამაზე სტატუსს ვწერდი, ისიც არანორმალურად რთული იყო. ახლა მაქვს ერთი მიზანი, ეს ამბავი მივიყვანო ბოლომდე“, - ჰყვება ბაბი.

მისივე თქმით, ამ ვიდეოს მიზანი იყო ადამიანი „მოკლან და დაასამარონ“.

„მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. აბსოლუტურად ყველა სეგმენტიდან მირეკავდნენ, მამხნევებდნენ. ყველას უდიდესი მადლობა, ხალხო თქვენმა მხარდაჭერამ გადამარჩინა“, – ამბობს ბაბი.

მომღერალი აღნიშნავს, რომ ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ვიდეო ვიპოვე და დამხვდა სრული უბედურება. ჩემი ვიდეოს, ამ ფაბრიკაციის გარდა აქ იყო 44 სხვა გოგონას ვიდეო, მათ შორის არასრულწლოვნების და მაშინ მივხვდი, როგორი დაუცველია ქალი, გოგონა და როგორ შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე გახდეს ასეთი ავადმყოფების მსხვერპლი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადავეცი გამოძიებას. ცილისწამება ყოფილა თავზარდამცემი, ჯოჯოხეთური ამბავია“, – აღნიშნავს მომღერალი.

მისივე თქმით, მან არ იცის, თუ ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა ვიდეო.

„წარმოდგენაც კი არ მაქვს. ასე ხილულად მტერი არ მყავს, მაგრამ ამ ვიდეოს გაკეთება ვის ტვინში მოიხარშა და რატომ გადაწყვიტა ამ მეთოდებით მებრძოლოს, არ ვიცი“, – ამბობს ბაბი კირკიტაძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გუშინ ცოცხალი იყო ეს კარგი ადამიანი, ამ დილით ტრომბმა შეიწირაო“ - ფიქრია კუჭუხიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🔵🎥 „მეშინია, ესენი მომკლავენო... დილას გვაგებინებენ, რომ გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე“ - ირმა ხელაშვილი თეკლას მდგომარეობის გაუარესებაზე