Digest Logo

ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არ დარჩება მარტო... დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს - გვარამია ეკა კვესიტაძეზე

1684342809
კვესიტაძე გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ტელეწამყვან ეკა კვესიტაძისთვის „რუსთავი 2-სთვის“ გადასახდელი თანხა ძალაში დატოვა.

გვარამია ამბობს, რომ ჟურნალისტს არ მოუწევს დაკისრებული თანხის ანაზღაურება.

„რ2-დან უკანონოდ გამოგდებულ ეკა კვესიტაძეს დღეს სააპელაციო სასამართლომ იქით დააკისრა 12 000 ლარი რ2-ის სასარგებლოდ. ორივე ეპიზოდი არის ქვეყნის გამორჩეული კრიტიკული ხმის პოლიტიკური დევნა და მოითხოვს მკაფიო და ხისტ რეაქციას.

პირადად მე, როგორც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ამ სამართლებრივი ძალადობის პირისპირ ეკა არ დარჩება მარტო და თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს უკანონო გადაწყვეტილებას, დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს“, - აცხადებს გვარამია.