Digest Logo

ვინ იყო პოლიციელი, რომელიც თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახის კომენტარი

1731656597
მოკლული პოლიციელი

განზრახ მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. საქმე ეხება საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილეს ლევან სულაშვილის გარდაცვალებას.

ახალგაზრდა კაცი თბილისის ზღვაზე იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

როგორც 28 წლის კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, გარდაცვლილს პრობლემები არ ჰქონია.

„ორშაბათს ერთად წავედით თბილისში მე და ჩემი შვილი. თემქასა და მუხიანს შორის სადღაც დანგრეულ გზაზე ჩაგვიყვანეს, ჩვენ რომ მივედით ყველაფერი დამთავრებული იყო. რომ მივედით გამოგვიცხადეს, რომ თავი მოიკლაო. ამას სიკვდილის არანაირი მიზეზი არ ჰქონია. თავში აქვს ნასროლი. ვითხოვთ გამოძიებას, არც ტელეფონია გახსნილი, იქ რანაირად ჩავიდა მანქანა, ან როგორ გაიგეს სად იყო მკვდარი“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.

„შეიძლება ემუქრებოდნენ, მეეჭვება თვითმკვლელობა ყოფილიყო, ამის მიზეზი მას არ ჰქონია. რომ იჯდა იარაღი კალთაში ეგდო, თავი მიყუდებული ჰქონდა „სტოიკაზე“. ტყვია მარცხენა მხარეს გაჭედილი ნახეს“, - ამბობს გარდაცვლილის მამა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზურიკო დავითაშვილის შვილი ერთი წლის გახდა - „ჩემი გული“

„მხიარულიც, ბავშვურიც, ძმაკაცურიც“ - ბუკა პეტრიაშვილი ტრაგიკულად დაღუპული შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„რა სად?როდის?“ წევრი ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა - „პრინციპული და ძალიან დადებითი ადამიანი, 3 შვილის მამა, საუკეთესო მეგობარი“