ინტელექტუალური თამაშების „რა სად?როდის?“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, გუნდის კაპიტანი, სამი შვილის მამა ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი ილია რევია ავრცელებს და მასთან ერთად გატარებულ წლებს იხსენებს.
„ბესო 26 წლის წინ გავიცანი, ჯერ სტუდენტობისას როცა „რა? სად? როდის?“ თამაში დავიწყე ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში.
შემდეგ თითქმის 2 ათწლეული განმავლობაში ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო, უამრავი გამარჯვება აღვნიშნეთ ერთად საქართველოს თუ თბილისის ჩემპიონატებზე, ჩვენი ქვეყნის ღირსებაც დავიცავით ნაკრებში და ბევრი სხვა თავგადასავალიც გადაგვხდა ამ წლების განმავლობაში.
ბოლო პერიოდი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა და გარშემო ყველას დიდი იმედი გვქონდა, რომ მოერეოდა. პრინციპული და ძალიან დადებითი ადამიანი, 3 შვილის მამა, საუკეთესო მეგობარი, მოაზროვნე და მოქალაქე უდროოდ დავკარგეთ...
Rest in peace dear friend“, - წერს ილია რევია.
ასევე დაგაინტერესებთ: