
„როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა ჩემი ცხოვრება გაიყო 2 ნაწილად. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ უცებ გავხდი დიდი, იქამდე კი ვიყავი ლაღი და ბედნიერი ბავშვი“, - ამის შესახებ მომღერალი დიანა ღურწკაია გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.
როგორს იგი ჰყვება, ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა დედამისი ყოველთვის მის ცხოვრებაშია.
„სულ მქონდა დედის მონატრება, ასე უცებ რომ გამოგვეცალა ხელიდან, საშინელი შეგრძნება იყო.
ის ორმა რაც ჩემ გულში იყო არის დღემდე ასეა, ვინმემ არ თქვას დრო მკურნალი არისო, დრო გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ, მაშინ როცა შენი ცხოვრების ადამიანები გამოგეცლება ხელიდან, სწორედ ამ პერიოდში დრო გასწავლის ცხოვრებას. რაღაცნაირად ვცხოვრობ, მაგრამ დედაჩემი ყოველთვის არის ჩემ ცხოვრებაში“, - ამბობს დიანა ღურწკაია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ღვინიაშვილი იუბილარია - კადრები მოდელის გრანდიოზული წვეულებიდან