Digest Logo

🎥 „ვინც მყვარებია ახლაც მიყვარს ისევ ისე...ყოფილ მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს...“ - რას ჰყვება როლანდ ოქროპირიძე?

1745437762
როლანდ ოქროპირიძე

მსახიობი როლანდ ოქროპირიძე სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ურთიერთობებზე ისაუბრა:

„მეგობრულ ურთიერთობებს რაც შეეხება, მე რაც შემთხვევია შურის მომენტი, უპატივცემულობა შინაგანად, მაგრამ ამას ადამიანი მალავს. პროფესიიდან გამომდინარეც მქონია, გოგოებთანაც შემთხვევია. ზოგჯერ პირდაპირ ყოფილა და არც დაუმალავთ. უბრალოდ ეგრევე ვერ ვწყვეტ ურთიერთობას. შეიძლება ჩემიანებისთვის ვერ მოვიცალო ხოლმე და სხვისთვის მოვიცალო. ამას ყოველთვის მსაყვედურობენ ხოლმე. ასეთი ვარ ცუდი თვისებაა ეგ ვერ ვიტყვი რომ კარგია. ისინი ძალიან ცუდად იყენებენ ხოლმე.

ორი ადამიანი ყოფილა მთელი ორმოცი წლის განმავლობაში, რომლებთანაც ურთიერთობა გავწყვიტე. ვამპირებივით რომ იღებენ ხოლმე ჩემგან ენერგიებს, თავს რომ გაცოდებენ, მერე ხვდები რაც არ უნდა გაუკეთო ადამიანს მაინც ცუდად გექცევა, ზემოდან გიყურებს. ერთი შემთხვევა იყო ასეთი ურთიერთობა როცა გავწყვიტე, მეორე იყო კიდევ თვისებების უამრავი ბუკეტი, რჩევებს არასდროს ითვალისწინებდა. ყოფილ მეუღლესთან არაჩვეულებრივი და კარგი ურთიერთობა მაქვს. თუ ჩემთვის ემოციასთან ყოფილა ქალბატონი, ის რჩება სამუდამოდ, ვინც მყვარებია ახლაც მიყვარს ისევ ისე. შესაძლოა კიდევ უფრო ძვირფასადაც კი, რადგან ჩემი ცხოვრების ნაწილია“, - აღნიშნა როლანდ ოქროპირიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნებისმიერ ურთიერთობაში ზღვარი გადის ღირსებამდე...“ - მერსი სულხანიშვილი

🎥 „ყველა ქვეყანაში თითო ცოლი მომყავს“ - დიდი სპორტიდან „იუთუბერობამდე“, „დაიჯესტის“ ექსკლუზიური ინტერვიუ გიგი ქათამაძესთან

⭕„მზის სხივზე ლამაზი ხარ...“ - ელენე ეპიტაშვილი ახალ ფოტოს გვიზიარებს