
მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლემ, ხათუნა ჟორდანიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მის ოჯახზე განხორციელებულ ბულინგზე ისაუბრა:
„ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს შვილს, ჩემს ქმარს, ჩემს ოჯახს, ასევე მე, ყველა ეს ადამიანი მე ვთვლი, რომ არის პოტენციური მკვლელი, თქვენ ხართ მკვლელები, იმ ადამიანებს, ვისაც შეგიძლიათ, რომ ასეთი დაუნდობლები იყოთ სხვა აზრის ადამიანების მიმართ, თქვენ ხართ მკვლელები.
მე, რამდენადაც ისტორიიდან ვიცი, ქართველები საომრად სიმღერით მიდიოდნენ და მაინტერესებს ახლა, ადამიანები რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, მათთვის თუ შეიძლება ცეკვაც და სიმღერაც, ხოლო ადამიანებისთვის ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მათთვის რატომ არის აკრძალული თავისი საქმის კეთება და რეგიონებში ზღვა ადამიანების და ბავშვების გულის გახარება?!“, - აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.
ასევე დაგაინტერესებთ: