მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი გოგონა ვირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში იმყოფება.
„შეგვიყვანეს და გადასხმას უკეთებენ ლილეანას! მადლობა ყველას დახმარებისთვის! მედიკლაბსაც მადლობა ზრუნვისთვის! უფალმა ყველა ჯანმრთელად გამყოფოთ! H1N1 ვირუსი აქვს ლილეს და ძალიან ძალიან საშიშია! ყველა გაუფრთხილდით თქვენს პატარებს!“,- წერს ანიტა რაჭველიშვილი.
ანიტას პოსტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კომენტარებში პატარა ლილეს გამოჯანმრთელება უსურვეს:
„სწრაფი გამოჯანმრთელება! ძლიერი გოგო იქნება და მალე
კარგად გახდება“
„უფალი შეგეწიოთ, ბევრი სიხარული თქვენ“
„ჯანმრთელობა პატარა ანგელოზს“
„ღმერთმა დაიფაროს თქვენი ოჯახი“,- წერენ კომენტარებში.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„თავის ჭკუაზე გატარებს ნათლული...“ - ანრი ჯოხაძე პატარა გალასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს