
მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეექვსე ეპიზოდი შედგა.
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: კენგურუ, მედუზა, ფარაონი, პუპი, თუთიყუში, პანტერა და მუხლუხო.
გულშემატკივართა რჩეულები იყვნენ: კენგურუ, პანტერა, მედუზა, ფარაონი და პუპი. ისინიც გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინადან - მუხლუხო და თუთიყუში, ჟიურიმ მეგაშოუში მუხლუხო დატოვა.
ნიღაბი მსახიობ ია სუხიტაშვილს ჰქონდა მორგებული.
მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 12 ახალი თოჯინით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: