
წელიწადის ამ დროს და კონკრეტულად ამ დღეებში მზეს აქვს ყველაზე ძლიერი ენერგია და როგორც ეზოტერიკოსები ამბობენ ეს პერიოდი კარგია სიკეთის კეთებისთვის.
21 ივნისიდან - 25 ივნისამდე არსებული დღეების ენერგია კი შეგვიძლია გამოვიყენოთ - თუ როგორ, ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს.
„მიმდინარე კვირაში დედამიწაზე სასიცოცხლო ენერგია არის მომატებული. შესაბამისად ენერგიები ადამიანში არის მომატებული, ამიტომ ისეირნეთ და დახარჯეთ ეს ენერგიები.
მისტიკური და საინტერესო პერიოდია, რომელსაც ჩვენ ვეძახით იმ მიზნისკენ სწრაფვას, რომელიც გვინდა რომ მოხდეს.
25 ივნისს კი თქვენი სურვილების ასრულება არის მხარდაჭერილი მზისგან და დედამიწის ენერგიისგან, უფრო მარტივად შეასრულებთ იმას, რასაც ჩაიფიქრებთ.
პერიოდი კარგია თვით პოპულარიზაციისთვის.
შექმენით ის რეალობა რაც გინდათ, მაგალითად თუ გინდათ ავტომობილის შეძენა 25 რიცხვში თქვით მე მინდა ავტომობილის შეძენა, წარმოიდგინეთ ეს ავტომობილი, დაურეკეთ საყვარელ ადამიანს და უთხარით რომ ეს მანქანა თქვენია - ამით წარმოიქმნება ის ენერგია, რაც გინდათ.
ასევე ჩამოწერეთ სურვილები ფურცელზე ფანქრით, როცა ამ სურვილებს წერთ აუცილებლად უნდა განიცადოთ ის ემოციები, რაც ამ სურვილების ასრულებას მოჰყვება.
ამ პერიოდში შესაძლოა განახლდეს პარტნიორული ურთიერთობები, ეცადეთ დაივიწყოთ ის წყენა, რაც გქონდათ, ან ისაუბროთ ამაზე და გაუშვათ ის თქვენი ცხოვრებისგან.
თუ გყავთ პარტნიორი კარგი იქნება ერთმანეთს ხელზე გაუკეთოთ წითელი ან მწვანე ფერის სამაჯური, რომელიც იკვრება და სასურველია იყოს ერთნაირი, ამით გაძლიერდება თქვენი ურთიერთობა და ეს სამაჯური შეაბით ერთმანეთს.
თუ ჩვენ გვჭირდება ფინანსები - საფულე გაგაქვთ მზეზე და დებთ ყველაფერს რაც გიდევთ საფულეში, რამდენიმე წუთი გააჩერეთ მზეზე და შემდეგ მასში ჩადეთ დაფნის ფოთოლი, ხორბალი და შემდეგ ჩადეთ ის ყველაფერი რაც გიდევთ საფულეში, ეს რიტუალი შეგიძლიათ გააკეთოთ 25, 26 ან 27 ივლისს გააკეთოთ“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნოე არის ჩვენი თილისმა და მარგალიტი“ - „დუეტი ლეონი“ 10 წლის ნანატრ შვილზე და კარიერაზე