შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ შრომის უფლებების დაცვაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევა დგას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა იცოდეს რა ვალდებულება და უფლება გააჩნია:
„მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება. დამსაქმებელსაც და დასაქმებულსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცოდეს, რისი უფლება გააჩნია, რისი ვალდებულება გააჩნია. ასევე დასაქმებულს, რომელიც მუშაობს სხვადასხვა სექტორში ჰქონდეს შესაძლებლობა იცოდეს რა მოითხოვოს დამსაქმებლისგან.
ყველაზე ხშირად შრომის უფლებების დარღვევები გვხვდება ისეთ სექტორებში როგორიცაა სოციალური მომსახურების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, მრეწველობა, სარესტორნო, სასატუმრო სექტორში, ასევე მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე საქმიანობები, ხელოვნება, გართობა და სხვა.
დაცული შრომითი უფლებები ნიშნავს, რომ დასაქმებულს აქვს ყველაფერი მეტ-ნაკლებად დარეგულირებული ობიექტზე, მას უფლებები ეხმარება, სამუშაო გარემო ჰქონდეს უსაფრთხო.
მნიშვნელოვანია სამუშაო გარემოში იყოს შესაბამისი მიკროკლიმატი, რაც კანონმდებლობით განსაზღვრულია და დამოკიდებულია კონკრეტულად რამდენი საათი მუშაობ.
მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცის მოწყობის ამბავი, როგორია განათება, მაქვს თუ არა ის მინიმალური მოთხოვნა დაცული, რომელიც მჭირდება ჩემი თავისუფალი სივრცისთვის, ცალკე მოსასვენებელი ფართი“, - ამბობს მაია მიქაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
⭕10 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით