Digest Logo

🎥 „ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, რადგან დედის სიყვარული განსაკუთრებულია...“ - კახა კალაძე

1789544492
კახა კალაძე

თბილისის მერს კახა კალაძეს ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა. გავრცელებული ცნობით, მედეა შენგელია „ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში“ მკურნალობდა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 16 სექტემბრის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დედაზე ემოციურად ისაუბრა და საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა:

„მინდა მადლობით დავიწყო. რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა და უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა, გაიზიარა ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი. ყველა ადამიანს, მინდა მადლობა გადავუხადო. შეიძლება ბევრს ვერ ვუპასუხე და ვერ მოვახერხე.

დედის სიყვარული ყველამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც დედა განსაკუთრებული იყო. მინდა ყველას გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, რადგან დედის სიყვარული მართლაც განსაკუთრებულია. 

მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, როგორც ჩემი, ისე ჩემი ოჯახის დაფასებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მედეა შენგელია მეუღლესთან, კარლო კალაძესთან ერთად, სამტრედიაში ცხოვრობდა. იგი საზოგადოებრივ ასპარეზზე იშვიათად ჩნდებოდა და მედიასთან აქტიურ კომუნიკაციას ერიდებოდა.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად...“ - 16 სექტემბრის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი

⭕ „ჭეშმარიტი კეთილშობილება სწორედ მაშინ იცდება, როცა შეგიძლია სხვისი დამცირება...“ - რას წერს ეზოტერიკოსი