Digest Logo

„ვიცოდი, შონ ო’მალი პირველი ბრძოლის შემდეგ რაღაცებს შეცვლიდა, თუმცა მეც უკეთესი გავხდი... მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს მწვრთნელებს და ჩემი ქვეყანას“ - მერაბ დვალიშვილი

1749362790
მერაბ დვალიშვგილი

მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ორგანიზაციის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ დვალიშვილმა ოქტაგონზე კომენტარი გააკეთა.

„ახლა კარგი მომენტია, პრეზიდენტი ტრამპი გვესწრება. მადლობა დანა უაითს (UFC-ის პრეზიდენტი), რადგან მან საშუალება მომცა, მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მქონდეს.

მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. მიხარია, რომ შემიძლია, ახალი თაობისთვის შთაგონების წყარო ვიყო. მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია.

ჩემთვის მთავარი ვარჯიშია, ყოველდღე ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ასე გაგრძელებას ვაპირებ. ვიცოდი, შონ ო’მალი პირველი ბრძოლის შემდეგ რაღაცებს შეცვლიდა, თუმცა მეც უკეთესი გავხდი. მას ვაჩვენე, რომ არსენალში უამრავი ტექნიკა მაქვს.

მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს მწვრთნელებს. ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს, საქართველო, მიყვარხარ!“, - განაცხადა დვალიშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა

⭕გიორგი მამარდაშვილი ცოლთან ერთად მოგზაურობს - ფოტოები