თამთა დემურიშვილი, რომელიც 52 წლის ასაკში დედა გახდა, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა.
მან მშობლობამდე განვლილ გზაზე და რთულ პერიოდზე ისაუბრა:
„არც ასაკს ვმალავ და არაფერს. ჯერ კიდევ მაშინ როცა ორსულად ვიყავი, არაერთ გადაცემაში მიმიწვიეს. მივედი გადაცემებში იმის გამო, რომ სხვისთვის მოტივაცია მიმეცა. ბევრი წელი ვიწვალე, თითქმის 30 წელი. ბოლოს წამომეწია სამედიცინო ტექნოლოგიები და კიდევ 12 წელი ვიწვალე.
გავაჩინე ინ-ვიტრო განაყოფიერებით ჩემი ტყუპები. მანამდე 12 ჯერ გავიკეთე განაყოფიერება. სულ მეუბნებოდნენ: „იქნებ შეეშვა და ჯანმრთელობა დაგიზიანდებაო“. ვიცოდი ყოველთვის, რომ დედა გავხდებოდი. ბავშვობიდან მინდოდა დედობა“, - ამბობს თამთა დემურიშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად უხდები პარიზს...“ - ევა ბარბაქაძის ფრანგული თავგადასავალი გრძელდება
⭕ 12 ნოემბერს დაბადებულები – ჰოროსკოპი, დახასიათება, ჯანმრთელობა, რჩევა