
მომღერალი თამარ რობაქიძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ნუკრი კაპანაძეზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: ნუკრი კაპანაძისთვის სცენაზე სიმღერაში ხელი გამიზნულად შეგიშლიათ? - მან ასე უპასუხა:
„დიახ და ბევრჯერ. ბევრი წლის წინ როდესაც მე ვმღეროდი კვარტეტ „თაიგულში“ მე ნუკრი კაპანაძე მაია ჩაჩიბაია და ა.შ. საკმაოდ შემდგარი იყო და ბევრი კონცერტი გვქონდა. ისე ხდებოდა, რომ მე სულ მქონდა მცდელობები, ნუკრის რაღაცას ვანიშნებდი სიმღერის დროს, ხან რაღაც ისეთს ვაკეთებდი რომ ვაფუჭებდი ყველაფერს. ამაზე ვხარხარებდი და იშლებოდა სიმღერა. ნუკრი სულ ცდილობდა ჩემ გაფუჭებას, თუმცა მე მყარი ვიყავი. მარტო ერთხელ დამსაჯა - ქობულეთში რომელიღაც ბანაკში კონცერტი იყო. ჩემ უკან იდგა ნუკრი. ფუშფუშა კაბა მეცვა, რეზინას აწვალებდა კაბისას“, - ჰყვება თამარ რობაქიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვრცელდება კადრები როგორ გადაარჩინეს მაშველებმა ავტომობილის მძღოლი, რომელიც მტკვარში გადავარდა