Digest Logo

„ვხედავ, უამრავი ადამიანი იღუპება...“ - თურქეთის მიწისძვრა ლელა კაკულიამ 14 წლის წინ იწინასწარმეტყველა

1675671492
ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველი  - ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე წერს.

როგორც მის მიერ გავრცელებული სტატუსით ვიგებთ, თურქეთის მიწისძვრა 2008 წელს იწინასწარმეტყველა.

👉„ვხედავ, ერთი პოლიტიკოსი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, თავს ჩამოიხრჩობს...“ - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

„თურქეთის პროვინცია კაჰმარანმარაშში დღეს დილის 04:17 საათზე 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ორასამდე ადამიანი, დაშავებულია 400-ზე მეტი კაცი და დანგრეულია ასზე მეტი შენობა.
გავრცელებული ინფორმაციით, რყევები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.

ლელა კაკულიას 2008 წლის 20 ნოემბრის წინასწარმეტყველება

თურქეთში ვხედავ ისევ დიდ მიწისძვრას. წინმსწრები მოვლენებით ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ხალხმა უნდა დატოვოს ეს ქალაქი, მაგრამ იფიქრებენ, პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი, აქ შეცდებიან!

ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი. თუმცა ვწინასწარმეტყველებ ამ მოვლენას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს მიღმა გაუშვებენ. როცა ასრულდება, მაშინ გაოგნდებიან, მაგრამ, რა?

უამრავი ადამიანი იღუპება, ვხედავ. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მათ ვერავინ უშველით. ამ გაფრთხილებასაც ვერ გამოიყენებენ...“, - წერს ლელა კაკულია.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘🎥 სოფო ნიჟარაძე იუბილარია - როგორ მიულოცეს ცნობილ მომღერალს დაბადების დღე

🔘რა უთხრა ნიკოლოზ წულუკიძეს ქალიშვილმა - „ამ დილით, სკოლაში რომ მიდიოდა, უცებ მითხრა, მამა, არ ინერვიულოო...“

🔘🎥 90 წლის ელდარ შენგელაიას და ნანული სარაჯიშვილის ცეკვამ ფურორი მოახდინა – კადრები რეჟისორის დაბადების დღიდან