Digest Logo

„ვმუშაობთ „ჰოლივუდური“ ფილმების მოწვევასა და გადაღებაზე...ვცდილობ, ფორმაში ვიყო“ - რას საქმიანობს გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილი?

1746086866
 ლინდა კიკოლაშვილი

გიორგი გველესიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ფეხბურთელია. იგი 33 წლის ასაკში, ნაკრებში ხანდაზმული დებიუტანტია.

გიორგი გველესიანმა ევრო 2024-ზე შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. იგი ნაკრებში მცველის პოზიციაზე თამაშობს.

გიორგი გველესიანი დაოჯახებულია, მისი მეუღლე ლინდა კოკოლაშვილია. ამჯერად ფეხბურთელის მეუღლე ჟურნალ „თბილისელებთან“ ოჯახსა და საქმიანობაზე საუბრობს:

ლინდა კიკოლაშვილი: ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა ძალიან მომწონს, ვინაიდან ბავშვობიდან მაინტერესებდა კინოინდუსტრია და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ კუთხით წარმოვაჩინო საკუთარი თავი და ვიყო ამ სფეროსთვის სასარგებლო. მე გახლავართ „ჰოლივუდ ფილმ აკადემიის“ თანადამფუძვნებელი. ეს არის ამერიკული ბრენდი, რომელიც ლოს-ანჯელესში საქმიანობს და დაკავებულია, როგორც საგანმანათლებლო სფეროთი, ასევე, ფროდაქშენითა და ფილმების დისტრიბუციით. ჩვენ საქართველოში გავხსენით მისი ფილიალი და მე ვარ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი თანადამფუძნებელი, უნივერსტეტ „სეუსთან“ ერთად. ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ. ვცდილობთ, საქართველოში სხვადასხვა ფილმი შემოვიტანოთ, მათ შორის, ვმუშაობთ „ჰოლივუდური“ ფილმების მოწვევასა და გადაღებაზე.

– დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმეს ქართული კულტურის პოპულარიზებისთვისაც, ასევე, „ჰოლივუდთან“ კავშირის დასამყარებლად...

– დიახ, ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში სწორედ ამ მიზნით ვმუშაობთ. პოპულარიზება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საიმიჯო კუთხით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან ქვეყანაში დიდბიუჯეტიანი ფილმის შემოსვლა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ამ საქმეში ჩვენს პატარა აგურს ვდებთ.

– პროფესიით ვინ ხართ და როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება კინოინდუსტრიას?

– პირველადი პროფესიით იურისტი ვარ, შემდგომ კი მარკეტერი, მაგისტრის ხარისხიც მარკეტინგის დარგში დავიცავი. პანდემიის პერიოდში გავიცანი არაჩვეულებრივი ქალბატონი, ჯია ნურტასი, რომელიც „ჰოლოვუდ ფილმ აკადემიის“ დამფუძნებელია და გაგვიჩნდა სურვილი, იმავე ფორმატის კომპანია საქართველოშიც გაგვეკეთებინა.

– რა ადგილი ეკავა თქვენს ცხოვრებაში სამოდელო საქმიანობას?

– სამოდელო საქმიანობა უფრო ბავშვობას უკავშირდება. ამ საქმით 17 წლამდე ვიყავი დაკავებული. ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოში დავდიოდი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა სარეკლამო რგოლებსა და ჩვენებებში. ალბათ, როგორც ყველა ამ ასაკის გოგონას, მაშინ ეს მეც ძალიან მიხაროდა.

– რისი დამსახურებაა, ყოველთვის რომ საოცარ ფორმაში ხართ, როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?

– არ ვიცი, ალბათ, როგორც ყველა პრანჭია გოგო, მეც ვცდილობ, ფორმაში ვიყო. უნდა ვაღიარო, მეუღლისგან განსხვავებით, ვარჯიში ძალიან მეზარება. სამწუხაროდ, ბევრი დრო არ მაქვს, თუმცა მომწონს თავის მოვლა და მიმაჩნია, რომ ყველა ქალი ღირსია, იყოს მოვლილი და მოწესრიგებული. სამწუხაროდ, ბევრ ქალბატონს აქვს ამის ფუფუნება, რაზედაც პირადად მე გული მწყდება, რადგან საამისოდ დროის გამონახვა მიჭირს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა სახით უბრუნდება ადამიანს სამყაროში გაშვებული უარყოფითი იმპულსები?

🎥 იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

⭕პირველი მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით