ცნობილი რეპროდუქტოლოგი, არსენ გვენეტაძე, საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების საინტერესო და აქამდე უცნობ დეტალებს გადაცემაში „დღის პოსტი“ უზიარებს. აღმოჩნდა, რომ წარმატებული სამედიცინო კარიერის პარალელურად, ის სერტიფიცირებული მოყვარული ასტრონავტია და მზად არის, მეცნიერების განვითარებისთვის საკუთარი სიცოცხლეც კი დადოს სასწორზე.
ექიმი ჰყვება, რომ კოსმოსში ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩატარება მეცნიერების ახალი გამოწვევაა და ის მზად არის, ამ მისიაში მონაწილეობა მიიღოს.
„10 წელია, რაც მხატვრობა დავიწყე, ვქმნი ქანდაკებებს და უკვე სერტიფიცირებული ასტრონავტი ვარ. ცხადია, მოყვარული ასტრონავტის დონეზე, გავიარე ტრენინგები. იყო საიმიტაციო კაფსულაში კოსმოსში გასვლა, 4-ნი ვიყავით და ვუთხარი, რომ პირველი მე გავალ. მანამდე კვლევები ჩავიტარე. იქ კონტრაქტში წერია: თუ დაზიანდებით ან მოკვდებით, პრეტენზია არ გექნებათ არც თქვენ და არც თქვენს მემკვიდრეებსო. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე უნგრეთის რეპროდუქტოლოგიის პრეზიდენტმა მითხრა: „არის კვლევები, ვმუშაობთ, რომ კოსმოსში მოხდეს ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩატარება. ერთადერთი კაცი, ვისაც აქვს სერტიფიკატი და გიცნობთ, შენ ხარ; რომ გითხრათ, წახვალო?!“ ახლა რომ დამირეკონ, ამ წუთში ავდგები და წავალ“, - ჰყვება არსენ გვენეტაძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: