Digest Logo

🎥 „ვცდილობ, რთული გზა გავიარო პატიოსანი შრომით...“ - გაიცანით 20 წლის ძიუდოს მწვრთნელი, რომელსაც დიდი მიზნები აქვს

1756887679
ზურა ლობჯანიძე

ზურა ლობჯანიძე, 20 წლის სპორტსმენი და ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელიც საკუთარ გზას პატიოსან შრომაზე დაყრდნობით ქმნის.

20 წლის მწვრთნელი ამბიციური მიზნებით და დიდი ნებისყოფით ახალგაზრდა თაობას მაგალითს აძლევს. მისი ისტორიითა და გზით გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველო“ დაინტერესდა:

„მე ვარ ზურა ლობჯანიძე, 20 წლის. ვცდილობ ოცნებამდე გასავლელი რთული გზა გავიარო საკუთარი პატიოსანი შრომით. სხვადასხვა სფეროში მიცდია საკუთარი თავი, იქნებოდა ეს მომსახურების სფერო, კვების ობიექტი, ტურისტული გიდი, ასევე ვყოფილვარ ტაქსის მძღოლიც. ვშრომობ და ვიცი რა არის შრომის ფასი.

ჩემი მიზანია, რომ არა მხოლოდ კარგ სპორტსმენებად აღიზარდონ ბავშვები, არამედ იყვნენ ღირსეული, დისციპლინით და პატივისცემით სავსე ქართველი ვაჟკაცები. 7 წლიდან ვარ ჩართული ძიუდოში. საქართველოს ჩემპიონატზე ავიღე მეორე ადგილი. შემდეგ ვიყავი ევროპის გასვლაზე ორჯერ. თუმცა მყესები გამიწყდა და დიდი დრო დამჭირდა მკურნალობისთვის“, - ამბობს ზურა ლობჯანიძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბენიც გაქართველდა და მეც გავამერიკელდი, ახლა ოქროს შუალედში ვართ“ - ნუკი კოშკელიშვილი

⭕„ჩემი სიცოცხლე ბიჭი 4 წლის გახდა, მართალია მისი ბებია ვარ, მაგრამ რომ შეეკითხები მაკა ვინ არის შენიო, ძალიან თამამად და ამაყად გიპასუხებს „ჩემი დაიკოო“ - მაკა ზამბახიძე

📸 ქართველი ბიზნესმენის გრანდიოზული ქორწილი ათენში - გამორჩეული ხედები და ცნობილი სტუმრები საქართველოდან