
მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი გადაცემა „მარტოობის 15 წუთის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა კი ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის სირთულეები იყო, როცა იგი გათხოვდა და ამერიკელს გაჰყვა ცოლად.
მისი თქმით, მეუღლეს, სრულიად განსხვავებული მენტალიტეტი ჰქონდა, რამაც ურთიერთობის პირველ წლებში სირთულეები წარმოშვა:
„ძალიან რომანტიკულად მიმაჩნდა ეს ყველაფერი, მოდი მე ახლა გავთხოვდები, ხო მაინც გიწევს ეს გათხოვება...
მე სხვა თაობის წარმომადგენელი ვარ, ჩვენ თაობაში იყო ისე, რომ უნდა გათხოვდე ან ძალიან სიყვარულით, ან ძალიან სარფიანად.
ბენი როცა გავიცანი მიწევდა გათხოვება და გამიმართლა, რომ მიწევდა გათხოვება და გავყევი.
შემდეგ იყო სირთულეები თანაცხოვრების, ვისი მენტალიტეტი აჯობებს იმისი, თუ ჩემი, აბსოლუტურად სხვადასხვა იყო.
პირველი სამი წელი იყო პროტესტი, მერე იყო აბა ჩემკენ წამოვა, თუ მისკენ წავალ, ახლა კი დავიჭირეთ ოქროს შუალედი.
ბენიც გაქართველდა და მეც გავამერიკელდი და შუაში ვართ გაჭედილები“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
ნუკი ამჯერად მეორე შვილის მოლოდინშია, ცნობილია ბავშვის სქესიც.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: