
მსახიობი გიორგი გურგულია სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სადაც კარიერაზე და წარსულზე ისაუბრა:
„დღესაც ვეძებ პასუხს - ვინ არის გიორგი გურულია? შეუმდგარი რეჟისორი ვარ. ვაბარებდი სარეჟისოროზე და ბავშვობიდან მინდოდა კინორეჟისორი ვყოფილიყავი. ადამიანი ვარ, ვინც ცდილობს, გარშემო მყოფი ადამიანების სამსახურში ყოფნას. ვცდილობ ჩემ მეგობრებს და ახლობლებს სიყვარული ვაჩუქო. ეს არის ცხოვრება და აღზრდა. ადამიანი არის მთელი ცხოვრება მოქანდაკე, თითქოს ძერწავ საკუთარ პიროვნებას.
რთულია გამოძერწო რეალურად ის რაც გინდა იყო. მიზანი იყო რომ ცნობილი ვყოფილიყავი. ასევე დადებითად ცნობადი. ვცდილობდი უკეთესი გავმხდარიყავი, ვიდრე ვიყავი. ყველაფერს ვერ მივაღწიე რაც მინდოდა“, - ამბობს გიორგი გურგულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ილია თოფურია ქართველ გულშემატკივარს შეხვდა
⭕მოღალატე კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
⭕„20 განსხვავებული ემოცია...“ - რა კადრებს აქვეყნებს ეკო ფანგანი?