დღევანდელ სწრაფ და სტრესულ რეალობაში, სადაც ადამიანები ხშირად ყოველდღიური პრობლემებითა და მატერიალური გამოწვევებით არიან დაკავებულნი, სოციალურ ქსელში ქეთევან ჯანდიერის ახალ, მოტივაციურ მიმართვას აქვეყნებს. პარაფსიქოლოგი და ნუმეროლოგი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ უმთავრეს ფასეულობებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების რიტმში ხშირად მეორეხარისხოვანი ხდება - მადლიერება, სიკეთე და მიტევების ძალა.
ქეთევან ჯანდიერი ხაზს უსვამს, რომ ყველაზე დიდი სასწაული, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ვერ ამჩნევენ, თავად სიცოცხლე და ახალი დღის გათენებაა.
„ყოველი დღე საჩუქარია… გუშინ საღამოს რომ დაიძინე, ვინ მოგცა გარანტია, რომ დილით გაიღვიძებდი? არავინ. და მაინც, დღეს თვალები გაახილე... ისევ სუნთქავ... ისევ გეძლევა შანსი: გიყვარდეს, აპატიო, დაიწყო თავიდან, ჩაიხუტო საყვარელი ადამიანი, თქვა სიტყვები, რომლებსაც გუშინ ვერ ამბობდი...
ჩვენ ხშირად დიდ სასწაულებს ველოდებით და ვერ ვამჩნევთ ყველაზე დიდ სასწაულს რომ ცოცხლები ვართ...
შეწყვიტე ყველაფრის გადადება... ნუ დაელოდები „შესაფერის დროს“. ნუ დაზოგავ სიყვარულს... ნუ დაზოგავ კეთილ სიტყვას... ნუ დაზოგავ ღიმილს... შეიძლება დღეს ვიღაცისთვის შენი ერთი სიტყვა მთელი სამყაროს ტოლფასი იყოს...
და გახსოვდეს… ღმერთი იმაზე ახლოს არის, ვიდრე გგონია. ის არ ცხოვრობს მხოლოდ ტაძარში... ის არის შენს მადლიერებაში... შენს სიკეთეში... შენს გულში... შენს პატიება/მიტევებაში...
და ყოველ დილას, როცა თვალებს ახელ, ჩუმად გეუბნება: “გამარჯობა! მე შენ კიდევ ერთი დღე გაჩუქე… იცხოვრე!“.
ავტორი: ქეთევან ჯანდიერი / Ketevan Jandieri