Digest Logo

„ყველა მისი ნაბიჯი ჩემთვის ღირსეული კაცის ნაბიჯია“ - ლიზა ბაგრატიონი სიძეზე

1732702389
ლიზა ბაგრატიონი

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება - ეს განცხადება მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

„განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიხეილ ყაველაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში“,- განაცხადა მისი წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა.

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი თავ­დამ­სხმე­ლი გახ­ლავთ. მან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 2016 წლი­დან გა­და­ი­ნაც­ვლა და დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი ჩა­ი­ბა­რა.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ საქართველოს საზოგადოება; დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება“, - განაცხადა ყაველაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ 1995-1997 წლებ­ში სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ თა­მა­შობ­და.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ცო­ლად მომ­ღე­რალ ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის და თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი ჰყავს. წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ: მა­რი­ამ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1996 წელს ინ­გლის­ში, მან­ჩეს­ტერ­ში და­ი­ბა­და, გუ­რა­მი - 2001 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ცი­უ­რიხ­ში, მე­სა­მე შვი­ლი - ელი­სა­ბედ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, 2013 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

მიხეილ ყაველაშვილზე მისი ცოლის და, მომღერალი ლიზა ბაგრატიონი აი რას წერდა:

„უკვე 22 წელია ჩემი სიძეა, მაგრამ ალბათ არასდროს მქონია საშუალება მისთვის სიყვარული ამეხსნა და გამომეხატა ის მადლიერება და პატავისცემა რასაც მე მის მიმართ განვიცდი!!! სიყვარული აუხსნელი შეგრძნებაა, ის მიზეზებს არ საჭიროებს.
აი, პატივისცემას და მადლიერებას კი დამსახურება უნდა!!!
ყველა მისი ნაბიჯი ჩემთვის ღირსეული კაცის ნაბიჯია....
ყველაფერს დიდი სიყვარულით, საქმისა და ადამიანების სიყვარულით აკეთებს!!!
არასდროს წასულა სინდისთან კომპრომისზე!!!
მიყვარს... მეამაყება... ვმადლობ:
ჩემი დის ბედნიერებისთვის...
ჩემი ოთხი ანგელოზის აღზრდისთვის...
თავისი საქმის ერთგულებისთვის...
კეთილშობილებისთვის...
ადამიანებისა და ქვეყნის სიყვარულისთვის და
იმისათვისაც რომ დღეს მან ქვეყნის სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტა!!!

მე დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ ყაველაშვილი ისეთივე ღირსეული პარლამენტარი იქნება როგორიც ფეხბურთელი, მამა, მეუღლე, შვილი და თავისი ქვეყნისთვის ჭეშმარიტი პატრიოტია!“,- დაწერა 2016 წელს ლიზა ბაგრატიონმა.