
მუსიკოსი გია ნიკოლაძე, ბოლო პერიოდში UFC-ის წარმატებული ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილთან საავტორო მუსიკის გამოყენების საკითხზე გაჩაღებული დაპირისპირების გამო ისევ მედიის ფოკუსში მოხვდა, ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა.
ინტერვიუში ნიკოლაძემ დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული დაპირისპირება უკვე მოგვარდა:
„ყველაფერი კარგადაა, დალაგდა, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. სიმღერა წაიღო, ქათინაურებს რომ ვწერდი პასუხს არ მაძლევდა, გავიდა თვეები და თავი ვიგრძენი დამცირებულად, რა გგონია ხმას ვერ ამოვიღებ -მეთქი? ასე ვიგრძენი თავი.
არ მინდა, ყველაფერს გაგატან -მეთქი, ფულს როგორ მოვთხოვდი.
თავად დღემდე არ გამოსულა კავშირზე, მისი ძმა, ოქროს კაცი მოვიდა და დაალაგა ყველაფერი“, - ამბობს ნიკოლაძე.
ცნობისთვის, გია ნიკოლაძემ, როგორც მუსიკოსმა მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით გამოთქვა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მუსიკა გამოიყენება მისი გარეშე ნებართვისა და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ულამაზესი წყვილი ხართ! ბედნიერები იყავით“ - გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან ერთად მოგზაურობს