„ქართველმა ჰალკმა“ მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში დედაზე ისაუბრა.
როგორც ლევანი აღნიშნავს, დედა მისი მთავარი გულშემატკივარია.
„სიტყვა დედა ყველაფერს ამბობს. ყველაფერია ჩემთვის, მეგობარიც, დედაც... რაც დრო გადის, ვხვდები რა ძნელია იყო მშობელი.
სიყვარულის გამოხატვა ცოტა მიჭირს, სიტყვებით ვერ გამოვხატავ, შემიძლია ჩავეხუტო დედას.
როცა ვარჯიში დავიწყე, მშობლები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ წამოწყებას, ბებია მიჭერდა მხარს, არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა ამ სფეროში. დედა ჩემთვის თეთრი ფერია, სინათლესთან ასოცირდება ჩემთვის“,- აღნიშნავს ლევან საგინაშვილი.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქრისტე აღდგა“ – ბავშვთა გუნდის „შავნაბადას“ შესრულება
⭕ რა სარგებლობა მოაქვს პასკას - გიორგი ღოღობერიძე ტკბილეულის დადებით მხარეზე საუბრობს