
„იმედის“ მაყურებელი რამდენიმე დღეში ერთ-ერთი გამორჩეული მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალს იხილავს.
პროექტში დარჩენილი მონაწილეები გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილია, რომელმაც საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა:
„ყველაზე გამორჩეული კინო ტური იყო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ. წარმატებით გავართვით თავი, თუ შეფასებებს გადავხედავთ.
ტანგოს ცეკვისას არ მახსოვს არაფერი. რატის სახე მახსოვს მხოლოდ და საკუთარ თავს ვუთხარი - რატის უნდა ვეცეკვო.
ფინალი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რომელსაც არასოდეს დავივიწყებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი გავახარო და ჩემი ძვირფასი პარტნიორი დარჩეს კმაყოფილი“, - ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უსაყვარლესი წყვილი“ - ლიკა ევგენიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს გვიზიარებს
⭕მარიამ როინიშვილი რჩეულთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს გვიზიარებს