
ქართველი ტალანტი ბარბარე ჯანაშია, გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც აღნიშნა, რომ განათლების მისაღებად, მამასთან, აშშ-ში მიემგზავრება.
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბარბარე აცხადებს, რომ ამჯერად მისი მიზნები ჰოლივუდს უკავშირდება და ამერიკული კინოს ვარსკვლავობისთვის მზად არის, რომ ყველაფერი გააკეთოს.
„ახლა მიწევს მამაჩემთან ამერიკაში წასვლა, სადაც მივიღებ განათლებას. იქ შევდივარ სკოლაში და ყველაფერი, რაც კი აქ გამიკეთებია, მინდა, რომ იქ გავაგრძელო და ბევრი კარგი ვისწავლო. ჩამოვალ ხოლმე აუცილებლად და მიღებულ განათლებას ჩემთან, სამშობლოში გამოვიყენებ. მთელი ცხოვრება იქ დარჩენას არ ვაპირებ. ჩემი დაიკოები, ჩემი ძაღლი სნოუ და სამშობლო მომენატრება ყველაზე მეტად...ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდე“, - ამბობს ბარბარე ჯანაშია.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარტვილში სასწრაფო დახმარების მანქანაში ორსულმა იმშობიარა
🎥 „ორი კახა“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
⭕„ვაბშე არ მაძალებს გადაღებას არა!“ - შორენა ბეგაშვილი შვილის კადრებს აქვეყნებს