ყველაზე იმედიანი, ყველაზე კეთილი და ყველაზე რეიტინგული ქართული სერიალი, რომელიც ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო, სასაცილო და გულის ამაჩუყებელია - „შუა ქალაქში“ 17 წლის გახდა.
საზოგადოების საყვარელი პერსონაჟები თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე (თამარი და ქეთევანი), სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“ იმყოფებოდნენ, სადაც სერიალის ნოსტალგიებზე ისაუბრეს და სახალისო ისტორიები გაიხსენეს.
„სერიალმა ყველას ერთად მოგვიტანა პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული...აი, როცა მაყურებელს უყვარხარ, პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს. ყოველთვის რთულია, პირველ პერსონაჟს დაემსგავსო. სერიალს რეიტინგი დღესაც იმხელა აქვს, რომ ჩვენც ვერ ვეწევით. ჩვენც გაგვიჭირდა სხვა პროექტებში რომ დავწეოდით, და ვერც დავეწიეთ“, - აღნიშნა თათული ედიშერაშვილმა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „საოცარი წყვილი, საოცარი ადამიანები“ - თამუნა მუსერიძე საფრანგეთიდან ფოტოებს აქვეყნებს