
ხელბურთელი, რომელმაც საქართველო სპორტის რუკაზე ღირსეულად არაერთხელ წარმოაჩინა. გიორგი დიხამინჯიას წარმატების გზა - ექსკლუზიური ინტერვიუ „შაბათ-კვირის დილაში“:
„ხელბურთი დავიწყე დაახლოებით 15 წლის ასაკიდან. პირველი ნაბიჯები გადავდგი გიორგი წივწივაძესთან ერთად, რომელმაც მიმიყვანა ტიტე კალანდაძესთან, რომელიც არის დღეს ნაკრების მწვრთნელი მან დაინახა ჩემში პერსპექტივა და დღემდე ასე მოვდივარ. პირველად დანიაში წავედი და მას შემდეგ ევროპულ გუნდებში ვთამაშობ. ჩემთვის ნაკრებში თამაშის ნიშნავს ყველაფერს. მინდა მაქსიმუმზე მეტი გავაკეთო ნაკრებში და მოტივაცია მივცე ახალგაზრდებს. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჩავარდნა გვქონდა მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ყველაზე მეტად გულშემატკივრის გვერდში დგომა გვჭირდება“, - აღნიშნა გიორგი დიხამინჯიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს