Digest Logo

„ფული მოიპარეს... თეონა ბაღდავაძემ სამჯერ მიჩივლა და წააგო სასამართლო სამივე ინსტანციაში...“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

1746340728
თეონა ბაღდავაძე

ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც თეონა ბაღდავაძესთან დაპირისპირების ამბავს ჰყვება.

მისი თქმით ჟურნალისტმა თეონა ბაღდავაძემ აკა სინჯიკაშვილის სახელი გამოიყენა ქველმოქმედების მოსაზიდად და აღებული ფული თავად მოიხმარა. როგორც აკა სინჯიკაშვილი აღნიშნავს ბაღდავაძემ მას სამჯერ უჩივლა, თუმცა სამივე ინსტანციაში სასამართლო მის სასარგებლოდ დასრულდა:

„მეზიზღება ხოლმე უკვე ამ ცირკში მონაწილეობა, მაგრამ იმხელა სასაცილო ტყუილი წავიკითხე, ახლა ამაზე რომ პასუხი არ დავწერო არ შეიძლება. ბოდიშს გიხდით ყველას, თქვენც რომ გიწევთ ამის წაკითხვა.

ასეთი ადამიანები ბევრნი არიან, და ჩვენს გზაზე ხშირად გვხვდებიან. თუ დაინახეს, რამე კარგად არის, იმწამსვე ჩნდებიან და რით შეგიშალონ ხელი და რით დაგაზიანონ, ერთი სული აქვთ.ხორცი მოგგლიჯონ და ტალახი გესროლონ იმისთვის, რომ საკუთარი დანაშაული გადაფარონ. ასე წელიწადში ერთხელ იციან გამოჩენა და ერთ-ერთი ესაა.

იმისთვის, რომ ხმამაღლა გამოვაცხადე, რომ ძალიან დიდი ფული მოიპარეს, თეონა ბაღდავაძემ სამჯერ თავად მიჩივლა ტყუილის გავრცელებისთვის და რეპუტაციის შელახვისთვის და წააგო სასამართლო სამივე ინსტანციაში. სასამართლომ დაადასტურა, რომ ტყუილი არაფერი მითქვამს. და რომ დავწერე მთელი ფული მოიპარათქო, სასამართლოს წინ დავუმტკიცეთ ყველას და არც ერთხელ ეს სარჩელი არ დაუკმაყოფილეს.

დამტკიცდა, რომ თეონა ბაღდავაძე არ არის საერთაშორისო ორგანიზაციის „Red Nose Day“-ს ოფიციალური წარმომადგენელი. დააფუძნა ტყუილი კომპანია „Red Nose Day Georgia“, რომელიც არ არის ნამდვილი ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში. თავისივე კომპანიებს და მეგობრის კომპანიებს შორის გააფორმა ფიქციური დოკუმენტები და ისე მოაწყო საქმე, თითქოს მთავარი ორგანიზაციიდან იღებდა ყველაფერს. ფინანსური მანიპულაციებისთვის რამდენიმეჯერ დააჯარიმეს კიდეც. ჩემი სახელით შეაგროვა უამრავი ფული სანამ ჩვენ აზრზე მოვედით, აქეთ გვიჩივლა შეურაცხყოფაზე, წააგო ეს სასამართლოც და ახლა დაწერა, მე მოვიგეო, ასეთი არაფერი მინახავს. ანუ წააგო და უბრალოდ დაწერა მე მოვიგეო. უთხარით მაინც, სასამართლოს მთელი დასკვნა დადოს. ან ოფიციალურ ორგანიზაციას - „Red Nose Day“- მისწერეთ და ჰკითხეთ, თუ აქვთ საქართველოში წარმომადგენლობა და ფილიალი სად აქვთ ჩვენ ფულთან შეხება საერთოდ არ გვქონია, არც გაგვაკარეს. მთელი ფული ამ ქალმა მოაგროვა და როგორ განკარგა კი ნახეთ.

ვისაც გაინტერესებთ, გამოითხოვეთ საბუთები და წაიკითხეთ, არ გაინტერესებთ სიმართლე? ოდესღაც თვითონაც დაინახავთ, როცა ამ ქალთან შეხება გექნებათ.

ახლა, რაც შეეხება იმ 32000 ლარს, და 5 ლარს რეპუტაციის შელახვისთვის, რომელსაც ჩვენგან ითხოვს. სასამართლოში წარდგენილი ყველა საბუთით და ანგარიშით, ვაჩვენეთ რომ ჩვენ ამ ფულით და კიდევ ბევრი ჩვენი დამატებულით გავხსენით, ფოტოზე რომ ხედავთ, ეს მოხალისეების ცენტრი, სადაც იკვებება და იცვამს სოციალურად დაუცველი და ქუჩაში მცხოვრები მოსახლეობა. სამი წელია უკვე არსებობს და ქვეყნის მასშტაბით 50000-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ. ვინც მოდიხართ, გვიყურებთ მაინც, რის ფასად ვინახავთ ამ ადგილს. ან რამე დარღვევა რომ გვქონოდა, ვინ რას შეგვარჩენდა მართლა. და ამ ადგილზე მოსამართლემ მითხრა, შენ არაფერი გაკავშირებსო  მართლა გეუბნებით, მე მითხრა ეგ შენი ცენტრი არ არის, ირაკლი ცხაკაია-სიაო

ირაკლი მოვიდა სასამართლოზე და თქვა რომ მე გავაკეთე ეს ცენტრიც და იმის მერე გაუჩერებლად ვამუშავებთ ორივე. კარგიო მოსამართლემ, მაგრამ აკასი არ არისო. გვთხოვს დავუბრუნოთ ფული უკან და ახლა მართლა საქველმოქმედო მიზნით დახარჯავს.

ახლა რას ემსახურება ეს გუშინდელი მთლიანად ტყუილი პოსტი.

- მთელი ამ ამბის მიზანია, ამ ქალმა დამიყადაღოს ანგარიშები და ჩემი სახელი საეჭვო გახადოს. აგერ ნახავთ, თუ არ იზამს ანგარიშების გაჩერების შემდეგ, ვეღარ შევაგროვო ვერაფერი და ვერ შეძლოს ამ შენობამ ფუნქციონირება და ისევ ქუჩაში და მშიერი დაგვრჩეს ამდენი ხნის წვალებით გადარჩენილი ხალხი. გამოჩნდეს რომ ვერაფერს ვაკეთებ.

ჩემი გაშავება და ხალხისთვის ჩემი სახელის და გვარის მიგდება სალანძღავად, საერთოდ ვერ გააფუჭებს ვერაფერს.

აი მაგ ჭკუაზე ვართ ამდენი მოხალისე, რომ ერთი ქალის ჭკუაზე ვიაროთ და საერთოდ რამე გავაჩეროთ.
იცით? რამდენი ადამიანის შრომა, სისხლი და ოფლია დასხმული აქ, სხვების დასახმარებლად? რამდენიმე ასეულის.
ქუჩაში შევაგროვებთ ისევ ყველაფერს და  ეს შენობა არასოდეს არ დაიხურება.

ისევ ყველა ივლის პურის წასაღებად და ისევ ყველა ჩაიცვამს და იმკურნალებს აქ! ათასჯერ რომ დამაყადაღოთ და საიდანაც არ უნდა მოგვიაროთ, ამ საქმეს საფრთხე არასდროს არ დაემუქრება და ზუსტად ისევ ისე გავაგრძელებთ ყველაფერს.

ქონებას დამიყადაღებენ თუ რა, ხეზე რომ ავიდე დაბლა არაფერი დაგვრჩება არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს ამ ანგარიშის მუღამი აქვთ და აყადაღონ ჰა. ჩემი მეგობრების შეგროვილი ფული უნდა თან, თავისი ნაშრომი კი არა 
ან, როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ დღეს გამოვაცხადო, რომ მორჩა, ხვალიდან არავის აღარ ვეხმარები 

ასე არასდროს არ მოხდება, გპირდებით. ჩვენ გურიაში საჭმლის დარიგებას და დახმარებას დავამთავრებთ და ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ, როგორც არ უნდა მოხდეს“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

⭕გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ისევ მოიგო