Digest Logo

🎥 „ყველაზე მნიშვნელოვანია...“ - რა უთხრა პატარა ლაზარეს გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელთან ერთადაც ხელჩაკიდებული სტადიონზე გავიდა

1757347318
გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, იმ ბავშვებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც მათთან ერთად სტადიონზე, ხელჩკიდებულები თამაშამდე გადიან, განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით გამოირჩევიან.

პატარა გულშემატკივრებისთვის, ალბათ დიდი და წარმოუდგენელი სიხარულია მათთან ერთად დგომა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც პატარა ლაზარე, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად იდგა, ფეხბურთელთან დიალოგს იხსენებს:

- რას გელაპარაკებოდა ქოჩორა მითხარი რა…

- რაო და „შენ თუ იცი ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არისო“. მე ვუთხარი: „დისციპლინა-მეთქი“. იმან: „დისციპლინაც კარგია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელისთვის, პროცესით სიამოვნება არისო“.

ვიდეო სოციალურ ქსელში სპორტულმა გვერდმა,  Geo Team-მა გაავრცელა, რომელზედაც წერს:

„8 წლის ლაზარეს, რომელიც ბულგარეთთან მატჩში მოედანზე ქოჩორამ ხელჩაკიდებული გაიყვანა, ეს დღე არასდროს დაავიწყდება“, - წერს Geo Team-ი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Georgian National Team 🇬🇪⚽️ (@geo__team)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გიზიარებთ თვით სიყვარულს ფრანგულად...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🎥 3000 წელი ცემენტის გარეშე - ევროპის უძველესი ხიდი!

🎥 ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა