
საბერძნეთის სამხრეთში ევროპის უძველესი ხიდი მდებარეობს, რომელიც ძვ.წ. III საუკუნეშია აგებული, თუმცა დღემდე ასრულებს თავის ფუნქციას.
არკადიკოს ხიდი პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
გვიანდელი შუა საუკუნეების საბერძნეთში, ოტომანთა ბატონობის დროს, ნახევარკუნძული ცნობილი იყო როგორც მორეა და ეს დასახელება სასაუბრო თურქულში დღემდე გამოიყენება.
ხიდი, რომელიც ერთ დროს უძველეს სამხედრო გზას ეკუთვნოდა, დაახლოებით ძვ. წ. 1300 წელს აიგო და გათვლილი იყო ეტლებზე, რომლებიც მეომრებს გადაჰქონდათ.
დღეს მას, ძირითადად, ფეხით მოსიარულენი იყენებენ, თუმცა ზოგჯერ მანქანებიც გადადიან, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად, ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ხიდის მთავარი ღირსება მისი აგებულებაა. ის ცემენტისა და სხვა სამშენებლო ნარევის გარეშე აშენდა. ხიდის მშენებლებმა კირქვის ფილები ერთმანეთს ისეთი იდეალური სიზუსტით მოარგეს, რომ ხიდი მხოლოდ საკუთარი სიმძიმისა და სიმეტრიის დამსახურებით დგას.
ეს უძველესი ტექნიკა ცნობილია როგორც „ციკლოპური კედელი“ და ბრინჯაოს ხანის საინჟინრო მწვერვალად მიიჩნევა.
არკადიკოს ხიდი ამ რეგიონში შემორჩენილი ოთხი მიკენური ხიდიდან ერთ-ერთია. თავის დროზე, ოთხივე უძველესი საგზაო ქსელის ნაწილი იყო.
22 მეტრი სიგრძის, თითქმის 6 მეტრი სიგანისა და 4 მეტრი სიმაღლის ხიდი არა მხოლოდ უძველესი არქიტექტურის ძეგლია, არამედ იმ საინჟინრო ტექნიკის სანდოობის მაგალითიცაა, რომელმაც დროის გამოცდას ბრწყინვალედ გაუძლო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა
⭕„ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ფოტოა, ღმერთო მადლობა“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
წყარო: funtime.ge