
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ყველაზე რთულად დასამარცხებელი ის ბოროტებაა, რომელიც კანონიერად ხდება და თითქოს სიკეთით არის შემოსილი.
მასთან ბრძოლა საქმეში ჩაუხედავთათვის სიკეთესთან დაპირისპირებად აღიქმება.
ისიც მართალია, რომ სულზე ადრე ტანსაცმელი ჩანს.
ეშმაკს სწორედ ასეთი სამოსი უყვარს - დიდი ხანია, ის რქებს და ჩლიქებს აღარ აჩენს.
მსგავსება ძნელად დასაძლევია და ბოროტი ძალა სწორედ მას აფარებს თავს.
სიკეთეს ყურადღება და სიფხიზლე მართებს, რომ არ წააგოს.
დიახ - სიკეთე, გარდა სიმართლისა და მშვენიერებისა, პასუხისმგებლობაც არის.
ამ პასუხისმგებლობით უნდა გაიზარდოს ბავშვი და იცხოვროს კაცმა“,- წერს გია მურღულია.