„თუ რამე ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის პრინციპებს და არის ანტიქართული, სწორედ ბოკერია, სამნიძე & Co მიერ დაწყებული რწყევის კამპანია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტისოკი ზაალ ანჯაფარიძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის თანახმად ბოკერია ხელისუფლების წარმომადგენლებს „უსინდისო მოღალატეებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ისინი საქართველოს ეროვნული ინტერესებს წინააღმდეგ მუშაობენ.
ანჯაფარიძის თქმით, როდესაც ეს შემადგენლობა ცდილობს აკრძალოს მათთვის მწარედ მოსასმენი კითხვები, მეორე მხრივ კი აღარ იცის როგორ უქიცინოს კუდი მათ დასავლელ კურატორებს, ასე მსუყედ და თბილად რომ ინახავდნენ ხელისუფლებაში მთელი 9 წელი, აქ უკვე კითხვებიც აღარაა საჭირო.
„თუ რამე ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის პრინციპებს, და არის ანტიქართული, სწორედ ბოკერია, სამნიძე & Co მიერ დაწყებული რწყევის კამპანია. როდესაც ეს შემადგენლობა ავლენს ერთი მხრივ რეპრესიულ და ანტიდემოკრატიულ ბუნებას, რომ ცდილობს აკრძალოს მათთვის მწარედ მოსასმენი კითხვები, მეორე მხრივ კი აღარ იცის როგორ უქიცინოს კუდი მათ დასავლელ კურატორებს, ასე მსუყედ და თბილად რომ ინახავდნენ ხელისუფლებაში მთელი 9 წელი, აქ უკვე კითხვებიც აღარაა საჭირო. კომუნისტური სისტემაც იმავეს შვებოდა, ტაბუ ჰქონდა დადებული მთელ რიგ საკითხებზე. დროა ყველამ გაიაროს დემოკრატიის ლიკბეზი!“ - წერს ანჯაფარიძე ფეისბუკზე.