Digest Logo

ზარინით მოწამლული ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

1651479720
ქართველი ჯარისკაცი

უკრაინაში 1 თვის წინ ჰოსტომელის აეროპორტის წმენდის ოპერაციის დროს მოწამლული ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 6 მებრძოლი ახლა კლინიკაში გადაჰყავთ. მათ მკურნალობის ერთი კურსი უკვე ჩაუტარდათ, თუმცა მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. ქიმიური მოწამვლის კვალი სისხლში ისევ არსებობს. მოწამლულებს შორისაა დავით ქაცარავაც. 

„პირველ ეტაპზე 6 კაცი ვიყავით კლინიკაში, მაგრამ ახლა ჩივილები დაიწყეს იმ ჯგუფის წევრებმა, ვინც ჩვენთან იყვნენ. ყელის სიმშრალე, წვა, სახსრების ტკივილი ახასიათებს ზარინით მოწამვლას“, - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ.

უკრაინაში საომრად წასული დავით ქაცარავას თქმით, შესაძლოა, რამდენიმე მებრძოლი საქართველოში დაბრუნდეს, რათა იმკურნალონ.

„ჯგუფის ნახევარზე მეტი საუბრობს იმ სიმპტომებზე, რომელიც დამახასიათებელია ზარინით მოწამვლის დროს. შეიძლება რაღაც ეტაპზე დადგეს საკითხი, რომ ის ადამიანების, რომლებიც მოწამლულები არიან ზარინით, დაბრუნდნენ საქართველოში, რათა იმკურნალონ“, - განაცხადა ქაცარავამ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დიდი ბრიტანეთის ტერიტორია ნაწილობრივ გაქრება... მესამე მსოფლიო ომი არ იქნება“ - ნათელმხილველის უახლესი სკანდალური პროგნოზები

🔵„პუტინმა, შესაძლოა, რამდენიმე დღით უკრაინის ომის ზედამხვედველობა სხვას გადააბაროს, რადგან მას ოპერაციისთვის ამზადებენ“ - Dailymail

🔵„წიხლქვეშ გაიგდეს და ორი სკამი დაამტვრიეს თავზე, გია მაისაშვილმა და სხვებმა, მაშინ არ უნდა გამომეგლიჯა იმათი ხელიდან“ - ირაკლი ოქრუაშვილი რამიშვილს დაუპირისპირდა