დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილი ზაზა მესხის მეორე შვილის დაღუპვა.
ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი.
შეგახსენებთ, რომ ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა.