პარლამენტის ყოფილი წევრი ენძელა მაჭავარიანი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. მას სხვადასხვა გადაცემებში ხშირად იწვევენ, სადაც პროფესიით ჟურნალისტი ენძელა სხვადასხვა თემებზე საუბრობს.
ამჯერად, იგი გადაცემის „ჩემი საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც ზესტაფონზე ისაუბრა:
„ზესტაფონი ჩემთვის თვალის გახელა, მახსოვრობა, ყველაფერია...
მე დავიბადე და გავიზარდე სოფელ ზედა საქარაში, ვიზრდებოდით ისე, როგორც ყველა.
ჩვენი მამა ფეროელი იყო და ის კავშირი, რაც ვაზთან და ფეროსთან იყო, ჩვენთანაც მყარად და მტკიცედ იყო ასახული.
ზესტაფონი არის გარემო, სადაც ნებისმიერი ადამიანი გაკეთილშობილდება“, - ამბობს ენძელა მაჭავარიანი. 
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აბა რა, აქედანვე ბურთი“ - ქეთი წიქვაძე პატარა რეზი არველაძის ფოტოებს გვიზიარებს