Digest Logo

ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი: „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ ქალის სიწმინდის ეტალონად ვერ გამოდგება... კარგია, რომ ის წარსულს ჩაბარდა

1773401608
მარინა კუპრეიშვილი

ჟურნალისტმა მარინა კუპრეიშვილმა გადაცემა „პროექციაში“ ზვიად სირაბიძესთან „ქალიშვილობის ინსტიტუტზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება თანდათან იცვლება.

მისი თქმით, ქალის პირადი ცხოვრების არჩევანი არ უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან ზეწოლისა და მკაცრი შეფასების მიზეზი.  ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქალის მიმართ მსგავსი სიმკაცრე უსამართლოა.

წამყვანის კითხვაზე: „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ რომ ჩაბარდა წარსულს ნაწილობრივ, რას ფიქრობ მაგაზე?

ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი პასუხობს:

„ეს არ არის ცუდი ამბავი. როდესაც ადამიანის სიმწიფის ასაკში შედის და სქესობრივად მწიფდება, უჩნდება ლტოლვა და ინტერესები. შეიძლება, ამ დროს მან გადადგას ნაბიჯი, რამაც ის დოგმა და კანონი, „ქალი ქალიშვილად უნდა ჩაჰბარდეს ქმარს“ დაირღვეს - ამის გამო კი ამ ქალის ცხოვრება პრობლემად არ უნდა იქცეს. ქალი სიცოცხლის საწყისია და თავისუფალია თავისი არსით. არ არსებობს კაცი, რომელიც ქალისგან არ შობილა. არ შეიძლება ქალის მიმართ ასეთი სიმკაცრე. მე მინახავს ქალიშვილად ჩაბარებული ქალი, ისე უღალატია ქმრისთვის, რომ შეიძლება, ბოდიში ამაზე და საროსკიპოდან უფრო უერთგულოს. „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ ქალის ხელშეუხებლობისა და სიწმინდის ეტალონად არ გამოდგება. ეს ისევ სჭირდებოდა მამაკაცს“. მამაკაცი არის პატივმოყვარე და ჰეგემონი“.