Digest Logo

ზურა ბაკურაძეს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ

1624532812
ზურა ბაკურაძე

„ქართული ხმების“ ოფიციალურ გვერდზე ზურა ბაკურაძის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა.

როგორც ანსამბლი იუწყება, ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

„ანსამბლი „ქართული ხმები“ დიდი მწუხარებით გამცნობთ, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ანსამბლის სოლისტი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი და მომღერალი ზურა ბაკურაძე. მისი სახით საქართველომ („ქართულმა ხმებმა“) სანიმუშო და საამაყო ვაჟკაცი დაკარგა…

ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ზურას სიცოცხლე და სიმღერა. პირველ რიგში, მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ნათესავებს უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი მის სულს…

პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში.

24 და 25 ივნისს 16:00-საათიდან, დაკრძალვა – შაბათს 14:00 საათზე 26 ივნისს, მუხათგვერდის სასაფლაოზე,“- წერია სამძიმრის წერილში.