Digest Logo

ზურაბ მსხალაძე და გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონები გახდნენ

1792324302
ზურაბ მსხალაძე

ზურაბ მსხალაძე და გოგა ჯაჯვანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ალბანეთის ქალაქ დურეში მიმდინარე კონტინენტის 23 წლამდე პირველობაზე მსხალაძემ სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და როგორც ატაცში, ასევე აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა.

ანალოგიური შედეგი აჩვენა 20 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანმა, რომელმაც ევროპის ორი რეკორდიც დაამყარა.

დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ტურნირზე კიდევ შვიდი ძალოსანი იასპარეზებს.

✕