Digest Logo

ზურაბ ქადაგიძე: საპენსიო სააგენტოზე ფეიკს „ფილოსოფიური“ ტექსტით მყისვე გამოეხმაურა რატი ამაღლობელი არც თუ ისე ამაღლებული და ფეისბუკ პოსტი გამოაცხო

1661765121
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებით პოეტ რატი ამაღლობელის ფეისბუკსტატუს ეხმაურება, რომლის თანახმად ამაღლობელმა აღნიშნა, რომ საქართველოში კვლავ იფეთქა გერონტოფულიის მძლავრმა კერამ, საქართველოს საპენსიო ფონდის სახით.

მისი თქმით, საპენსიო დანაზოგის თემა არ გამოეპარა „ნაცმედიას“ და ატეხეს ისტერია, რომ საპენსიო დანაზოგები გაქრა.

„პოეტად წოდებული რატი ამაღლობელი ისე დამდაბლდა, რომ ფსკერი ჩახია და ღრმად ჩაერთო „ნაცების„ ფერხულში. საილუსტრაციოდ დახედეთ ფოტოებს. საპენსიო სააგენტომ, მონაცემების განახლების მიზნით რამდენიმე ხნით დახურა სერვერი. ცხადია ეს თემა არ გამოეპარა „ნაცმედიას“ და ატეხეს ისტერია, რომ საპენსიო დანაზოგები გაქრა. ამ მარტივ და ამავე დროს, ანტისახელმწიფოებრივ ფეიკს მყისვე გამოეხმაურა „ფილოსოფიური“ ტექსტით რატი არც თუ ისე ამაღლებული და ეს ფეისბუქ პოსტი გამოაცხო. რა გინდა რომ გააკეთო, ეს პოეტადწოდებული მიიჩნევა დღეს ქართული პოეზიის გურუდ“, - წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.