Digest Logo

ზურიკო დავითაშვილი: B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, ეროვნული ნაკრები და ერთმანეთი მოგვენატრა

1742377773
 ზურიკო დავითაშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა სომხეთთან მატჩის წინ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„ძალიან დიდი ხანი ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო და მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშიც გვაქვს. B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, რადგან C ლიგასთან შედარებით გუნდების დონე განსხვავებულია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. კარგ ფორმაში ვარ, ბიჭებიც ძალიან შედეგიანად თამაშობენ და იმედია, ამას სომხეთთან თამაშშიც გადმოვიტანთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.