
ზურიკო დავითაშვილის „სენ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „როდეზს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
დაინტერესებული გუნდების სიმრავლის მიუხედავად, ქართველ თავდამსხმელს კლუბი ჯერჯერობით არ უშვებს. დავითაშვილი მეორე ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო (82 წუთი ითამაშა) და თავი გამოიჩინა.
„სენტ-ეტიენმა“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო და 27-ე წუთზე დუფუსის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდა, მეორე ნახევარში კი იაბერმა (47) და კარდონამ (56) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. დავითაშვილმა თავი 79-ე წუთზე გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული ორი ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 4 ქულით პირველ ადგილზეა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ მბეზრდება შენი ყურება...“ - შორენა ბეგაშვილის ახალი კადრები მოგზაურობიდან
⭕ შხაპის მიღება დილით ჯობია თუ საღამოს?
წყარო: 1tv.ge