Digest Logo

„-1... თქვენ ოღონდ ჩაძაღლდით, უკლებლივ ყველა რუსქოცი“ - გაიცანით საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება უხარია

1761645914
ბასლანძე და აკაცუკები

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

შემზარავია ის ფაქტი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილის გულში (საბედნიეროდ ძალიან მცირეს) ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი დიდ სიხარულად იქცა. როდესაც ტრაგედიას ზეიმობ, ამით საკუთარ სიბნელეს ამხელ - იმას, რაც უკვე შთანთქე: სინათლე, სიყვარული და თანაგრძნობა.

აღნიშნულმა ფაქტმა თითქოს საზოგადოების სულიერი კრიზისი „გააშიშვლა“, სადაც თანაგრძნობის ნაცვლად მორალურ სიბრმავეს ფესვები გაუდგამს. 

ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ადამიანი მაშინაც უნდა გიყვარდეს, როცა მის გზას ვერ ეთანხმები, რომ სიხარული სხვის უბედურებაზე თავად ეშმაკის ხმაურია ადამიანის გულში. ახალგაზრდა სიცოცხლის ჩაქრობა ჩვენთვის ყველას გამოცდაა - ვისში იმარჯვებს სინათლე და ვისში - სიბნელე.

იქ სადაც სხვის ტკივილზე სიცილი ისმის, ღმერთი დუმს და ეს დუმილი ყველაზე მძაფრი განაჩენია მათთვის, ვინც სიკვდილში ბედნიერებას ხედავს.

ქრისტიანულ პრინციპებზე შეიძლება ვესაუბროთ საზოგადოების ჯანსაღ, მოაზროვნე, ნათელ ნაწილს, თუმცა როგორ ავუხსნათ ლგბტ აქტივისტს, რომ „ვინც გლახაკს დასცინის, თავის შემქმნელს შეურაცხყოფს. ვინც უბედურებაზე ხარობს, არ დარჩება დაუსჯელი“ (იგავთა წიგნი 17:5).

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, „დაიჯესტმა“ გადაწყვიტა, ის ადამიანები გაგაცნოთ, რომლებიც საზოგადოებისთვის საშიშია. 

„თან რომში რომ იყო... თვითონ გაილაღა ევროპაში და ამათ ყანაში ასამარებდა, მაგრამ მაინც „ბასლააა“. ფუ, რა ყ@ე „ნაროდია“, - წერს ნიქო გორგილაძე.

 

„ამიტომ, ჯერ ჰოპ ვთქვათ და მერე გადავხტეთ. ჩაო“, - წერს ლგბტ აქტივისტი.

„გუშინ, ეს მოგვიძღვნა პატრიოტებს, დღეს კი ზედოზირებით მოკვდა ...

ცოცხებო, ჩემს პოსტს რომ აფრიალებთ, ეს პოსტიც წაიღეთ და გაითვალისწინეთ. თქვენ, ოღონდ ჩაძაღლდით უკლებლივ ყველა რუსქოცი, ხიხოც თან წაიყვანეთ და დედას გეფიცებით არცერთ პოსტს არ დავწერ მაგ თემაზე. მეც მიყვარხართ“, - წერს მეგი გოცირიძე. 

„-1. 

მიაკვდა ძაღლი სულში“,- წერს აქტივისტის სახელს ამოფარებული ნეოლიბერალი თათია აფრიამაშვილი. 

„როცა ქვეყანას და შენ ხალხს ფულში ცვლი, უკვე მკვდარი ხარ. დანარჩენი მხოლოდ ბიოლოგიაა. ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით ფიზიკურად“, - წერს „აქტივისტი“ გიორგი ახობაძე. 

 

გიორგი, იმაში გეთანხმებით, რომ ადრე თუ გვიან ამ სამყაროს ყველა დავტოვებთ, მაგრამ ნაცვლად სიკვდილისა, ჩვენ გარდავიცვლებით. ქრისტიანობაში ეს ორი ცნება სულიერად განსხვავებულ რეალობას აღწერს. ბიბლიის მიხედვით, სიკვდილი არის ცოდვის მიერ შემოსული მოვლენა, რომელიც გამოყოფს ადამიანს ღმერთისგან. „რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის ნაბოძები მადლი - მარადიული სიცოცხლეა იესო ქრისტეში“.  რაც შეეხება გარდაცვალებას, ქრისტიანებს გვწამს, რომ ადამიანისთვის სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში“. ეს არასდროს დაივიწყო, გიორგი! 

შემდეგი, რომელიც მასში ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ სიხარულს„ომის წესებით“ ამართლებს, თეონა ცხომელიძეა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ იგი ჟურნალისტი და რადიკალური აქციის მომხრეა.

„ომში ვართ.

ომში არსებობენ მოკავშირეები ან მტრები.

მტერი არ უყვართ, არ ეცოდებათ, არ ეფერებიან.

ომს თავისი წესები აქვს: - თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.

მე არ ამირჩევია ეს ომი, ვცხოვრობდი კეთილსინდისიერ, ჰუმანურ მოქალაქედ, მაგრამ არ მაცალეს. ახლა ვცხოვრობ ომის წესებით, იმიტომ რომ ომში ვართ“, -  წერს თეონა ცხომელიძე. 

„მე რომ გამიტაცეს, გამფაქტეს და ტყუილად ვიჯექი 119 დღე, მაშინ დასცინოდა ყველა დაჭერილს. ჩემი მიტევება არ უშველის მაგ ამბავს, თორემ ჰა, მივუტევე კიდეც და ფეხებზეც მკიდია, „აბაროტს“ არ ვეძებ. მოსაკლავს კლავს, გასაჩენს აჩენს, ასეთია ცხოვრება! მტერზე დიდსულოვანი რომ ხარ სისუსტეში არ უნდა გადაგივიდეს, თორემ სულ დაგაზიანებს მტერი“, - წერს დავით ხარშილაძე (ელისო კილაძის შვილი). 

და ბოლოს, „ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან“. ის, ვინც გულწრფელად ინანიებს საკუთარ შეცდომებს, სამყაროს ბოროტებას, ადამიანის გულქვაობას, ღმერთი თავად მისცემს ნუგეშს. ასეთია ქრისტეს სამართალი, ამ ადამიანებსაც აძლევს შანსს, რომ მონანიებით გადარჩნენ. 

რედაქცია მწუხარებას გამოხატავს გარდაცვლილი ლაშა ბასლანძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წამით მაინც განიცადა მისი დაკარგვა! 

ამავე თემაზე: 

„40 წლის კაცის სიკვდილი რანაირად გიხარიათ...ლევანი რომ ათრიეთ როკვით გაჩეჩილაძე პოლიტიკოსი იყო და ვეცადე ამ არაადამიანური ცინიზმისთვის ახსნა მომეძებნა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე

„ღირსება კიდევ იცით რა არის?! ადამიანს, რომელსაც შეიძლება ვერ იტანდე, მაგრამ როდესაც მას ცუდი რამ შეემთხვევა, უნდა მიხვიდე და თანაუგრძნო...“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე

„დამადუმა შენმა გარდაცვალებამ...“ - ლაშა ბასლანძეს მეგობრები ემშვიდობებიან