სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, რომელიც საზოგადოებამ ყველის ექსპერტად გაიცნო სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
„ლევანი რომ ათრიეთ როკვით და ძვლების რაკუნით გაჩეჩილაძე პოლიტიკოსი იყო და ვეცადე ამ არაადამიანური, უგვანი, მდაბიო ცინიზმისთვის რაღაც ახსნა მომეძებნა.
40 წლის კაცის სიკვდილი რანაირად გიხარიათ?
რას წერთ.
სად დაიბადეთ.
ვინ ხართ?
მტერს,არ ვუსურვებ ბუმრანგის ძალას ..
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
გარდაცვლილს არამცთუ არ ვიცნობ. მისი არსებობაც კი ახლა შევიტყვე.
რას ჰგავხართ.
რას დაემსგავსა ჩემი ხალხი“, - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა. მოგვიანებით კი სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში წინა დღეებში მოგზაურობდა. როგორც ირკვევა იგი სამშობლოში დილით ჩამოფრინდა.
მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.
მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: