Digest Logo

„10 წლის შვილმა მკითხა: დედა ... რა აზრი აქვს ამდენს რომ დარდობ?....“ - ლექსო ლაშქარავას ყოფილი ცოლი

1627763390
ირინა ლომსაძე

„ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ყოფილი მეუღლე, ირინა ლომსაძე, თბილისში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ავსტრიელი პედაგოგის ამბის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„არ მომწონს საჯარო სივრცეში გამოჩენა ! ამ კონტექსტით მით უმეტეს ... დიახ ! ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს გარშემო ... ვისაც ძალიან გინდათ დარწმუნებული ვარ თავს მაინც ვერ აარიდებთ... ადამიანობაა უბრალოდ ... რაც მჭირს 5 ივლისიდან დაწყებული კარგად იცით ყველამ ... ლექსოს ტრაგედია არ დასრულებულა ჯერ ჩვენთვის ... ყველასთვის ! მაგაზე არ ვისაუბრებ ჯერ ... ამ გოგოს სიკვდილმა ძალიან დამთრგუნა ... ამ ყველაფერმა ერთად! მიჭირს ამ რეალობის აღქმა ! მოკლედ რატომ ვყვები ამას ... კი ძალიან ემოციურად შევხვდი ყველაფერს ... 5 ივლის ... 11 ივლის ... იმას რაც მოყვა ... დღევანდელ დღესაც ! სულ ვტირი და ვბრაზობ... ჩემი 10 წლის შვილი რომ მიყურებს ამ დროის განმავლობაში ... დღეს გამაჩერა და მკითხა: დედა, რა აზრი აქ ამდენს რომ დარდობ ? ან შეცვალე რამე ან აღარ იდარდოო .....“ - წერს ლომსაძე.