Digest Logo

„12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიონის ტაძარში, უამრავ ადამიანში გამომარჩია, თავზე ხელი დამადო და დამლოცა, ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

1773849660
ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მის შესახებ ემოციურ ამბებს იხსენებენ. მათ შორის არის ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

იგი პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს და სამძიმარს უცხადებს თითოეულ ქართველსა და მორწმუნე ადამიანს.

„ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო.

მან თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაგვიტოვა რწმენის, სიმტკიცისა და სიყვარულის მაგალითი. მისი სიტყვები და ლოცვა მრავალი ადამიანისათვის იყო ნუგეში და იმედი.

დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიონის ტაძარში, უამრავ ადამიანში გამომარჩია, თავზე ხელი დამადო და დამლოცა. ეს მომენტი და ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით და ყოველი შეხვედრისას ძალიან დიდი ენერგიითა და სიყვარულით ვივსებოდი.

გულწრფელად ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველსა და მორწმუნე ადამიანს“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.