Digest Logo

14-წლიანი სიყვარულის ისტორია და ტრადიცია, რომელიც არ იცვლება: როგორ აღნიშნეს გიგი დედალამაზიშვილმა და მარინა კარპმა ქორწინების იუბილე

1792584222
გიგი დედალამაზიშვილი

მომღერალი, მსახიობი გიგი დედალამაზიშვილი და ფოტოგრაფი მარინა კარპი უკვე 14 წელია, რაც ერთად არიან. ერთ-ერთ ყველაზე მყარ და სიყვარულით სავსე წყვილს ორი შვილი ჰყავს.

თანაცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღი - ქორწინების იუბილე ოჯახმა, კიდევ ერთი ტრადიციული ფოტოთი აღნიშნეს. ამ ფოტოისტორიას წყვილი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ინახავს, როდესაც მათი შვილებიაბადებულებიც კი არ იყვნენ.

„ეს ჩვენი დღეა. ყველა აღმავლობისა და დაღმასვლის მიუხედავად, ჩვენი საყვარელი ტრადიცია უბრალოდ ოჯახთან ერთად ყოფნაა. 14 წელი ერთად და კიდევ ბევრი წელი გველის“, - წერს მარინა კარპი.

შეგახსენებთ, რომ გიგი დედალამაზიშვილისა და უკრაინელი ფოტოგრაფის, მარინა კარპის სიყვარულის ისტორია წლების წინ დაიწყო და დღემდე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ჰარმონიულ წყვილად ითვლებიან.

 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მთვარე თევზებში გადადის - რა სამედიცინო რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ 21-23 ოქტომბერს

⭕„ღმერთმა მე ამირჩია... მზად ვარ ეს თვეები ტკივილში და ცრემლებში გავიარო“: ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

🎥 როგორ ემზადებოდნენ ოჯახის წევრები ტასო ხიზანიშვილის ხელის თხოვნისთვის – ნახეთ, კადრები

✕